ფოთი

ფოთში მაშველებმა ზღვაში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

ipress.ge

ფოთში მაშველებმა 26 წლის მამაკაცის ცხედარს მიაგნეს, იგი 3 დღის წინ, ზღვაში ბანაობისას გაუჩინარდა. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ზღვიდან გამოსვლა ძლიერი დინების გამო ვეღარ შეძლო. მაშველები სამძებრო სამუშაოებში სპეცტექნიკას იყენებდნენ, აქტიურად ხდებოდა სანაპირო ზოლის მონიტორინგიც, თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ღია ზღვაში იპოვეს.

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, მამაკაცი წყლის დინებამ ჯერ კიდევ სანაპირო ზოლიდან გაიტაცა. მისი გაუჩინარების შესახებ განცხადება შესაბამის ორგანოებში 4 ივნისს შევიდა. 

კომენტარები