29 იანვარს ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა, რომლის ღირებულება 120 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციისა (DFC) და პეის ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
DFC-მ ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
პეის ჯგუფი კი რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომლის ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აჭარბებს და ის 1 000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.
ფოთი