კესარია აბრამიძის მკვლელობა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბექა ჯაიანი/კესარია აბრამიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს, 12:00 საათზე დაიწყო. გამოცემა ინტერპრესნიუსის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულმა ჯაიანმა განაცხადა, რომ "სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, დამნაშავე ვარ მარტო იმაში, რომ ადამიანი მოვკალი."


18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს. 

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის "თ" და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები