19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილის შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის განცხადებაში გომელაურისა და სხვა შსს-ის მაღალჩინოსნების სანქიცრების მიზეზი, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერბის შემდგომ დაწყებულ პროტესტებეზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა სახელდება.
სანქციები ითვალისწინებს, როგორც სავიზო, ისევე ეკონომიკურ სანქციებს.
სანქცირებულთა სრული სია:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
- ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი
- მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე
გადაწყვეტილება მოსდევს 9 დეკებრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილის მთავრობას შეუწყვიტა პროგრამული დახმარება და შეზღდა სამხედრო თანამშრომლობა. "საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს" - ნათქვამი იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრის, დევიდ ლემის 9 დეკემბრის განცხადებაში.





