ბიძინა ივანიშვილს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება - საკითხს პლენრაულ სხდომაზე უყარეს კენჭი. მას მხარი დაუჭირა ერთპარტიული პარლამენტის 74-მა წევრმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ვადამდე ადრე შეუწყდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს - მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს.
საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბა. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისათვის რეგისტრაცია გაიარა 89 წევრმა. ყველა დეპუტატი ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო.
სხდომას ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო