ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ხაზარაძე: გუშინ რუბიკონი იქნა გადალახული, გუშინ ვნახეთ ტერაქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ

ეს პასუხისმგებლობა, რაც გუშინ მოხდა, გუშინ რუბიკონი იქნა გადალახული, გუშინ ჩვენ ქუჩაში ვნახეთ ტერორისტული აქტი ფაქტიურად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თუ უახლოეს 24 საათის განმავლობაში, არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს და იმ კრიმინალებს არ დაიჭერ და არ აჩვენებ მთელ ქვეყანას და მთელ საზოგადოებას, რომ ემიჯნები და საქართველოში არსებობს კანონი და არსებობს პოლიცია, არსებობს სამართალი და სამართალდამცველი ორგანოები. თუ ამას არ გააკეთებ 24 საათის განმავლობაში, იმიტომ რომ მთელმა საზოგადოებამ იცის ვინ არიან ეს ზონდერები, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ. 

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

7-8 დეკემბრის აქციაზე ივანიშვილის ნიღბიანი ტიტუშკები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, შევარდნენ "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისში და სცემეს რამდენიმე ადამიანს, მათ შორის კობა ხაბაზს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს.

კომენტარები