პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
ამის შესახებ ის X-ზე წერს და დისკუსიის კადრებს ავრცელებს.
"სიღრმისეული დისკუსია პრეზიდენტებთან ტრამპთან და მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები". - წერს პრეზიდენტი.
მანამდე, ზურაბიშვილი ასევე ამერიკელ ბიზნესმენს ილონ მასკს შეხვდა, რომელიც ტრამპმა მომავალ ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის ხელმძღვანელად დაასახელა.
"ბრწყინვალე საუბარი მქონდა ილონ მასკთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში". - წერს ზურაბიშვილი.





