ყოველ ღამე საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს სისასტიკით უსწორდებიან. ყველანაირი მიზეზის გარეშე, უბრალოდ აკავებენ და შემდეგ, ამ ხალხს სასტიკად სცემენ [...] ის ფორმები, როგორც დღეს ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს, წარმოუდგენელია [...] ივანიშვილი მშვიდობას დაგვპირდა და აგერ, რუსთაველზე ომი გაგვიხსნა. ევროპას დაგვპირდა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივა საბოლოოდ მოკლა [...]
საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, დღეს გვერდით დაუდგეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებულ პირს და იმ ადამიანებს, ვისზეც იძალადეს - და მშვიდობიანი აქციის ფარგლებში გვერდით დაუდგეს საქართველოს მომავალს [...] ხალხი 2 რამეს ითხოვს: ყველა უკანონოდ დაპატიმრებული სასწრაფოდ გათავისუფლდეს და სასწრაფოდ დაინიშნოს ახალი არჩევნების თარიღი [...] დღეს საქართველოში, თბილისში, ახალგაზრდებზე ნიღბიანი ადამიანები ძალადობენ. რომელ საუკუნეში ვართ? ეს 90-იანი წლებიც არ არის.





