ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქტივისტი ძალის გამოყენებით დააკავა

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქტივისტი ძალის გამოყენებით დააკავა. პარლამენტთან მიმდებარედ საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ გაზის კაფსულებს. იქამდე, არაერთხელ გაუშვეს წყლის ჭავლი.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

პარლამენტის წინ უკვე მე-6 ღამეა მოქალაქეები იკრიბებიან და ივანიშვილის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასა და აქციების ძალადობრივ დარბევებს აპროტესტებენ.

კომენტარები