წარმოუდგენელ ბულინგს მიმართავენ, ქოლცენტრები აქვთ გახსნილი, მათ შორის პოლიტიკოსებსაც გვწერენ, მაგრამ ისეთ პასუხებს იღებენ, მერე აღარ სჯერათ, რომ ჩვენ ვართ.
მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს და თმენის ვალდებულებას რაღაცა ზღვარი გააჩნია, პირადში რომ ისეთ შეურაცხყოფას გაყენებენ, როგორსაც გაყენებენ, ალბათ პასუხიც ადეკვატურია და კეთილი ინებონ და თუ მათ უნდათ, ქოლცენტრებიდან ასეთი რაღაცები დააორგანიზონ, გამოაქვეყნონ თუ მაგრები არიან, რა პასუხებსაც ჩვენ ვწერთ.
მაგრამ არა, მათ სხვა სურათის შექმნა უნდათ, რომ ქართული ოცნება რაღაც შეშინებულია, შეშინებულის ჩვენთან არავის არაფერი ეტყობა და მათი გეგმები ყოველთვის ასე ჩაივლის და წყალში გადაიყრება, იმიტომ, რომ მათი გეგმა არცერთი თავის სამშობლოს არ ემსახურება, არ ემსახურება სიმართლეს.
ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივაღწევთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მარტივი არ იქნება, შეგუებულები ვართ და და ქართველი ხალხიც ამას შეეგუა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი სვლა არ იქნება მარტივი.
სირთულით, მაგრამ ღირსეულად ჩვენ ჩვენს სამშობლოს და ხალხს გავხდით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრებად, როგორც ამას ჩვენი ისტორიული წარსული, ჩვენი კულტურა, მენტალობა და ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის აღქმა გვკარნახობს.