ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

400-500 კაცი იყო, კორდონში გაგვატარეს და გვცემეს – აქციის მონაწილე

400-500 კაცი იყო, კორდონში გაგვატარეს და გვცემეს. აზროვნების უნარი არ უნდა გქონდეს, არაფერი არ უნდა გქონდეს, რასაც ბორინკა [ბიძინა ივანიშვილი] იტყვის ეგ უნდა იყოს და მორჩა. პოლიცია რეალურად მანდ არ იდგა, მანდ იდგა სადამსჯელო კურდღლები ვინც არიან, რაზმები. იდეაში ალბათ 3-4 ადგილზევე მიჭერდა და მერე უკვე, ვისაც არ ეზარებოდა ის უგულო, შეიძლება, მანდილოსნისგან ყურადღება მოკლებული და გაბოროტებული, ან არ ვიცი რისგან გაბოროტებული, ყველა გვირტყამდა და ფეხები მაქვს დაზიანებული. ცრუ მოწმეებიც არიან, ვინც ოქმი შეადგინა და სინამდვილეში იქ [აქციაზე] არ იმყოფებოდნენ.

თქვა ფურმულასთან კომენტარში აქციის დარბევის დროს დაკავებულმა ირაკლი დიასამიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა აქციიდან კლინიკაში 26 დაშავებული პირი გადაიყვანეს. მათგან 23 აქციის მონაწილეა, 3 კი შსს-ს წარმომადგენელი. 

კომენტარები