ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქციაზე პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს, დაზიანდა ჭავლის მანქანა - შსს

საპროტესტო აქცია პარლამენტთან, 28 ნოემბერი
ფოტო: ტაბულა

შსს-ს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1972 წელს დაბადებულმა დ.ლ.-მ 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, შსს-ს თანამშრომლების მიმართულებით ე.წ.მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, რის შედეგადაც სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის მანქანა დაზიანდა". - წერია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მე-5 დღეა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანება 4 წლით შეაჩერა.

კომენტარები