ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გახარია აშშ-ს: დააწესეთ პერსონალური სანქციები და ამით მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს

ქართველი ხალხი ქუჩაშია და ივანიშვილის რეჟიმის სასტიკ ძალადობას უძლებს. ნაცემი, თუმცა ვერ გაჩუმებულნი და მარტოდ დარჩენილები. მათი ეს სიმამაცე ასახავს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეუპოვარ გადაწყვეტილებას. მაგრამ, ეს მხოლოდ მათი ბრძოლა არაა - ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის ავტოკრატიის წინააღმდეგ.

ქართველი ხალხი ისმენს თქვენ მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა. არ შეიძლება, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში მარტო იყოს. დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არაა.

სანახევრო ზომები სახიფათოდ არასაკმარისია. ნუ დააკანონებთ ქართული ოცნების მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას - რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მთავარ ინსტიტუციებში ხელმძღვანელობის სრული ცვლილებით. მათ შორისაა: ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

გიორგი გახარია აშშ-ში საქართველოს მეგობრებს მიმართავს.

კომენტარები