სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და ღია წყაროების მიხედვით, სირიელმა ამბოხებულებმა ქალაქ ალეპოს ცენტრი დაიკავეს, პოლიციის შტაბბინას აკონტროლებენ და მთელს ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს,
გავრცელებულ ვიდეოებში, რომელთა გადამოწმებაც ამ დროისთვის ვერ ხერხდება, ჩანს, რომ, სავარაუდოდ, სირიის ოპოზიციური ძალები ალეპოს ცენტრში იმყოფებიან:
27 ნოემბერს ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი (HTS) და მისმა მოკავშირე ფრაქციებმა სირიის ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთში სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოულოდნელი იერიში წამოიწყეს, რაც ბოლო წლებში ყველაზე ძლიერ შეტაკებებში გადაიზარდა.
სირიელმა ამბოხებულებმა ალეპოში საკვანძო პუნქტები, სამხედრო ბაზა და 40-მდე დასახლება აიღეს