უკრაინა

ზელენსკიმ უკრაინის სახმელეთო ჯარების ახალ მეთაურად მიხაილ დრაპატი დანიშნა

მიხაილ დრაპატი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახმელეთო ჯარების ახალ მეთაურად მიხაილ დრაპატი დანიშნა, რომელიც ოლექსანდრ პავლიუკს ჩაანაცვლებს

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. 

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ დრაპატიმ ხარკოვის მიმართულებით თავდაცვას ორგანიზება წარმატებით გაუწია და რუსეთის შეირაღებული ძალების თავდასხმა მოიგერია. მისივე თქმით, უკრაინული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის მოადგილედ პოლკოვნიკი ოლეგ აპოსტოლი დანიშნა. 

ოლექსანდრ პავლიუკი უკრაინის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის პოზიციაზე 2024 წლის 11 თებერვალს დაინიშნა. 

კომენტარები