ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა. ოთარ ბერძენიშვილმა ამის შესახებ X-ზე დაწერა და მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

"ამ საჯარო მიმართვით, ვაცხადებ, რომ უკვე წარვადგინე ჩემი გადადგომის წერილი, როგორც საქართველოს ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში (ორ ათწლეულზე მეტი) ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული საქართველოს ევრო-ატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განვითარებაში და ვაშენებდი მყარ და სანდო სტრატეგიულ პარტნიორობებს ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან.

ჩვენს დაუღალავ ძალისხმევას ძირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეთხაროს. არა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა" - წერს ბერძენიშვილი.

ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.

პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა.

დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები.

კომენტარები