არჩევნები 2024

კობახიძე: ოპოზიცია დღეს პარლამენტში რომ იჯდეს, სკამები ზუსტად ასეთივე ცარიელი იქნებოდა

თქვენ იცით, სად უნდოდათ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება, რას განასახიერებენ ის ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას. მათი ხელწერა 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, იყო ადამიანების წამება, მკვლელობა, ბიზნესის სისტემური რეკეტი, მედიის მიტაცება, ომი, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი.

რა თქმა უნდა, თეორიულად, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავდა იმ ყველაფრის დაბრუნებას, რაზეც ახლა გვქონდა საუბარი და ეს ქართულმა საზოგადოებამ, ბუნებრივია, არ დაუშვა. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ჯერ კიდევ ჰქვიათ ოპოზიცია. დღეს მათი სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს. 

თქვა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას. 

კომენტარები