პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრობის 4 კანდიდატსა და მათ მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას მოუსმინეს.
შს მინსტრად ვახტანგ გომელაურის, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ჩიქოვანის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად კი თეა ახვლედიანის კანდიდატურებს ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს ახალ მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს.





