დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

იორდანიაში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაიჭრა, თავდამსხმელი დაიღუპა

24 ნოემბერს იორდანიის დედაქალაქ ამანში ისრაელის საელჩოსთან მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 3 პოლიციელი, ხოლო თავდამსხმელი ადგილზე, ორმხრიგი სროლის შედეგად დაიღუპა.

იორდანიის სააგენტო Petra-ს ცნობით, ინციდენტი 24 ნოემბრის ღამით მოხდა. თავდამსხმელმა ჯერ საპატრულო პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი გაქცევა სცადა. პოლიციელებსა და თავდამსხმელს შორის ორმხრივი სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

ისრაელის საელჩო ამანში, რაბიას რაიონში მდებარეობს. როგორც The Times of Israel აღნიშნავს, ამ ტერიტორიაზე ხშირად იმართება ანტიისრაელური დემონსტრაციები.

კომენტარები