არჩევნები 2024

უაზროა შედარებები 2020-თან, დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში – ზურაბიშვილი

AP

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ვითარებისა და 2020 წლის ვითარების შედარება უაზროა, რადგან, მისი თქმით, წინა არჩევნებზე ევროპული მომავლის საკითხი არ იდგა. ამასთან, პრეზიდენტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საზოგადოებაში არ ყოფილა არჩევნების და ქვეყნის "მოპარვის" განცდა. 

ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ მოცემულობაში პარლამენტში შემსვლელი პარტიები "შედიან რუსეთში". 

ამის შესახებ პრეზიდნეტმა მთავარი არხის წამყვანთან, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"უაზრო შედარებები 2020-თან, რომელიც სულ სხვა რამე იყო, იქ არ იდგა საკითხი ქვეყნის მომავლის, ევროპული მომავლის, პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში, და იქიდან იმუშავეთ იმაზე, რომ ის რეფორმები (რედ. - გატარდეს), რასაც ვითხოვთ და ასე შემდეგ. 

არ იყო განცდა საზოგადოებაში, რომ ქვეყანა მიდის სხვა მიმართულებით. არ იყო განცდა, რომ მასიურად გაყალბდა არჩევნები. იყო, როგორც ყოველთვის, რასაც ვეძახი ნორმალურ გაყალბებას, და ამაზე დამცინიან, მაგრამ ის განცდა, რომ მოგვიპარეს არჩევნები და ქვეყანა, ეს განცდა არ არსებობდა. ამიტომ, ძალიან განსხვავებული სიტუაცია არის. დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში". - თქვა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები