ბევრი გზა გვრჩება. უბრალოდ, მთელი საკითხი იმაშია, რომ ჩვენ გზა გვრჩება, ზოგიერთებს გზა არ რჩებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიტოვებთ რესურსებს მიზნის მისაღწევად.
მთავარი მიზანი რა არის? მთავარი მიზანი არის პარლამენტში შესვლა? არ არის. მთავარი მიზანია, ერთი, ამ ქვეყანაში არჩევნების გადარჩენა, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის და მეორე, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება.
მარტივ რაღაცას გეტყვით - როდესაც ამბობ, "ჩავხსნათ სიები", მაშინ როცა იცი, რომ სამართლებრივად სიების ჩახსნა შეუძლებელია და საბოლოო ჯამში, ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც ოცნების კენჭისყრაზეა დამოკიდებული, რას აკეთებ? შენზე არაფერი აღარ რჩება დამოკიდებული. სივრცეს ტოვებ? იქნებ ტოვებ სივრცეს იმისთვის, რომ მერე თქვა, რომ რა ვქნა, ოცნებამ არ გამიუქმა მანდატები.





