ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორში ვიზიტისას პირობა დადო, რომ ომის დამთავრების შემდეგ, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია ღაზის სექტორის სათავეში აღარ იქნება და დაამატა, რომ ისრაელმა დაჯგუფების სამხედრო შესაძლებლობები გაანადგურა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში "მიაღწიეს შესანიშნავ შედეგებს ჩვენი საერთო მიზნის გზაზე - რომ ჰამასი ღაზის სექტორს ვეღარ მართავს. ჩვენ ვანადგურებთ მის სამხედრო შესაძლებლობებს ძალზე შთამბეჭდავი გზით, და გადავდივართ მის მმართველობით შესაძლებლობებზე... ჰამასი ღაზაში აღარ იქნება".
ამას გარდა, ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ ისრაელი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს მძევლების დასაბრუნებლად:
"ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ ასე გავაგრძელებთ, სანამ ყველას არ მივწვდებით - როგორც ცოცხლებს, ასევე დაღუპულებს". - თქვა მან.
ამასთანავე, ნეთანიაჰუმ კვლავ გაიმეორა $5-მილიონიანი შეთავაზება ნებისმიერისთვის ღაზის სექტორში, ვინც ისრაელს მძევალს გადასცემს.