ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა და ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, რომ ვიღაცამ მითხრას, რომ ვიღაცამ გვითხრას ქართველებს, რომ თუ ბავშვებში არ დაიწყეთ ლგბტ პროპაგანდა, მაშინ თქვენ ევროპას ვერ ეღირსებით. აქ თქვენმა კოლეგამ [მიმართავს ჟურნალისტს], რომელიც ყოველ ჯერზე მოდის იმისთვის, რომ რაღაც ასეთი თქვას და წავიდეს უკან, თქვა ამიტომაც გეუბნებიანო, ლგბტ კანონთან დაკავშირებით, რომ ვერასდროს გახდებით ევროკავშირის წევრებიო. არავის სჭირდება ისეთი წევრობა, რომელიც ლგბტ პროპაგანდაზეა და მის მიღება-არ მიღებაზე გადის.
საქართველოს აქვს თავისი ხასიათი, თავისი მენტალობა, თავისი იდენტობა, თავისი კულტურა, თავისი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა თავისი ტრადიციები და არაფრის ფასად არ დათმობს ამ ყველაფერს. არის რაღაც წითელი ხაზები ნებისმიერი ქართველისთვის, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელ წითელ ხაზებსაც ის არაფრის გამო არ გადავა. და ეს წითელი ხაზი გადის ქართულ ხასიათზე, ქართულ ტრადიციაზე, ეროვნულ იდენტობაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც ბევრი თვისებაა და ამ თვისებების ფარგლებში ჩვენ არასდროს დავუშვებთ ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა მეორე მხარეს რისკები იყოს, რომ ჩვენ ბავშვებს ლგბტ პროპაგანდა მოვახვიოთ თავს. ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს უფრო მაგრად, ვიდრე ევროპის რამდენიმე ქვეყანაც კი, უფრო მაგრად, ნებისმიერი უმცირესობის უფლებას დავიცავთ, ეს საკითხი შეუვალია და არავინ აურიოს ერთმანეთში, მაგრამ როდესაც ამის პროპაგანდაზეა საუბარი, ღმერთის წყალობით, დღეს ისეთი ცვლილებებია თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, მათ შორის, ჩვენ მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ეს საკითხი ნელ-ნელა დღის წესრიგიდან იხსნება. ესენი კი ჩვენ ამ საკითხის, პირიქით, პოპულარიზაციისკენ მოგვიწოდებენ.