ინდოეთი

ჩრდილოეთ ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა

CNN

ჩრდილოეთ ინდოეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 10 ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 16 ახალშობილი დაშავდა.

ხანძარი ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯჰანსის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩნდა - მაშველებმა 45 ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევისას საავადმყოფოში დამონტაჟებული ხანძრის მანიშნებელი სიგნალიზაცია არ გააქტიურებულა.

კომენტარები