ინდოეთი

ინდოეთში ავტობუსი ხეობაში გადავარდა, რასაც, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა

PTI

ინდოეთის შტატ უტარაჰანდში ავტობუსი ამოტრიალდა და ხეობაში გადავარდა, რასაც, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა.  

როგორც Reuters-თან საუბრისას ადგილობრივმა პოლიციელმა თქვა, ავტობუსში, სულ მცირე, 42 მგზავრი იჯდა.

Reuters-ის ინფორმაციით, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა.

თუმცა, მოგვიანებით, მაღალჩინოსანმა დიფაქ რავატმა თქვა, რომ ავტობუსს 60 ადამიანი გადაჰყავდა და შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ავტობუსი რამნაგარის დასახლებისკენ გადაადგილდებოდა.

BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მოდიმ თქვა, რომ სახელმწიფო დაღუპულთა ოჯახებისთვის 200 000 რუპიის ოდენობით კომპენსაციას გამოყოფდა, დაშავებულთა ოჯახებს კი 50 000 რუპიას გადასცემდა.

კომენტარები