კოალიცია ცვლილებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სამოქმედო გეგმა 5 პუნქტისგან შედგება:
- არ შევდივართ პარლამენტში და იზოლაციაში ვტოვებთ რუსულ რეჟიმს
- შევქმენით ინტერპარტიული კოალიცია, რომელიც მუშაობს პრეზიდენტთან ერთად
- ხვალ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს წარვუდგენთ მასშტაბური გაყალბების მტკიცებულებებს.
- ორშაბათს, აქციიდან, ქართველ ხალხთან ერთად ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას
- ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით
მანამდე, სამმა ოპოზიციურმა ძალამ: კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ორშაბათს, 4 ნოემბერს 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია დააანონსეს, სადაც საზოგადოებას ოპოზიციის ერთიან სამოქმედო გეგმას გააცნობენ.





