არჩევნები 2024

ჯაფარიძე: ბაიდენის განცხადებით ნათელია, არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი

[ჯო ბაიდენის] განცხადებაში არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარეობს დემოკრატიული უკუსვლა, ხოლო ამ არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების უამრავი ფაქტი, ამომრჩევლის დაშინების და იძულების უამრავი ფაქტი, ამაზეა საუბარი განცხადებაში და ამავდროულად, პრეზიდენტი ბაიდენი მოითხოვს ამ გაყალბების, ამ პროცესის გამოძიებას.

ჩვენ, ძლიერი საქართველო, მოვითხოვთ, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისი სტრუქტურის მიერ ამ გაყალბებული არჩევნების გამოძიებას, ამ პროცესის სრულად, ტრანსფარენტულად შესწავლას და რაც მთავარია, რეგისტრაციის აპარატების გახსნასა და გასაჯაროებას იმისთვის, რომ საზოგადოებამ ნახოს ამომრჩეველთა სიები, რომლებმაც ხმა მისცეს 26 ოქტომბერს. ჩვენ ნათლად დავინახავთ, რომ აქ არის ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში და მათ მაგივრად ხმა აქვს მიცემული ქართული ოცნების მიერ დაქირავებულ გამყალბებლებს.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნათელყოფს, რომ ეს არჩევნები და ამ არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, რამდენადაც ის არის სრულად გაყალბებული და არჩევნების პროცესი იქნა მიტაცებული. 

თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებაზე.

კომენტარები