ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ამბობს, რომ ქართველ ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა და უფლება აქვს, საარჩევნო დარღვევების სწრაფი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება იხილოს. მისივე თქმით, "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია".
ამის შესახებ ის ვიდეოს X-ზე ავრცელებს.
"უკვე მრავალი წლის განმავლობაში, ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა და ისწრაფოდა. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და უფლება, დაინახონ, რომ საარჩევნო დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად ხდება. ქართველები, როგორც ყველა ევროპელები, თავიანთი ბედის ბატონ-პატრონები უნდა იყვნენ". - ამბობს ფონ დერ ლაიენი.





