არჩევნები 2024

პაპუაშვილი ეჭვობს, რომ გახარიას პარტიას საჯარო მოხელეების მონაცემები მიაწოდეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პარტიიდან ყველა საჯარო მოხელესთან მეილები დაიგზავნა. 

"გიორგი გახარიას პარტიიდან დაიგზავნა მეილები საჯარო მოხელეებთან ერთი ტექსტით, გაეგზავნა ყველა საჯარო მოხელეს. მისამართები შეუძლებელია ჰქონდეთ პარტიაში. ამიტომ არის ეჭვი, რომ პარტიასთან დაახლოებულ პირებს, რომლებიც საჯარო სამსახურში იმყოფებოდნენ, გატანილი აქვთ საჯარო მოხელეების პერსონალური მონაცემების ბაზა, მათ შორის მეილები" - თქვა პაპუაშვილმა. 

 

კომენტარები