ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელი, ჰაშიმ საფი ალ-დინი 4 ოქტომბერს, ბეირუთზე საჰაერო თავდასხმისას მოკვდა.
IDF-ის ცნობით, საფი ალ-დინი ტერორისტული დაჯგუფების დაზვერვის დანაყოფის ხელმძღვანელთან, ჰუსეინ ალი ჰაზიმასთან ერთად დარტყმების შედეგად მოკვდა.
4 ოქტომბრის დარტყმების სამიზნე ბეირუთში მდებარე ჰეზბოლას მიწისქვეშა სადაზვერვო შტაბბინა იყო. IDF-ის თქმით, თავდასხმის დროს შტაბბინაში ჰეზბოლას დაზვერვის დანაყოფის 25-ზე მეტი წევრი, მათ შორის, მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.
საფი ალ-დინი 4 ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილმა, თუმცა, მისი ლიკვიდაციის დადასტურება ისრაელის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ დღეს შეძლეს. ჰეზბოლას მისი სიკვდილის შესახებ ცნობა ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.





