არჩევნები 2024

მეზვრიშვილი ივანიშვილზე: ეს "ბუმბერაზი" კაცი უფულობამ შეაწუხა, არაუშავს, ბოლოჯერ ვუსმენთ

ბიძინამ [ივანიშვილი] უნდა გამასამართლოს მე, არ ვხუმრობ, მართლა თქვა. ეს რომ მოდიოდა, მე მივდიოდი. გასაგებია რამ შეაწუხა ეს "ბუმბერაზი" კაცი - გახარიათი დაიწყო და დაასრულა და უფულობამ შეაწუხა. ამდენს სიღატაკეზე ის არ მოთქვამს, ვისაც მართლა უჭირს. მაგრამ არა უშავს, ბოლოჯერ მოგიწიათ მოსმენა.

საქართველოსთვის დაასრულებს 26-ში მაგას თავის ნაცებიანად და იცის შესანიშნავად. ისე საწყალი, მართლა დაიჯერა მგონი, რომ [ვანო] მერაბიშვილი მაგან გაასამართლა, [ლევან] მურუსიძე გირგვლიანის მოსამართლე არ იყო და მიშა [სააკაშვილი] ვივამედში არ უზის. მძიმე შემთხვევაა.

წერს პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ, 21 ოქტომბერს ქართული ოცნების საპატიო თამვჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი TV IMEDI-თან ინტერვიუში პარტია საქართველოსთვის წევრებს და მის ლიდერს, გიორგი გახარიას გასამართლებით დაემუქრა. 

კომენტარები