იაპონია

იაპონიაში მამაკაცი მმართველი პარტიისა და პრემიერმინისტრის ოფისებს დაესხა თავს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მთავარ ოფისს რამდენიმე, სავარაუდოდ, მოლოტოვის კოქტეილი ესროლა

ოფისისთვის 5 ამგვარი ობიექტის სროლის შემდეგ, მამაკაცმა მანქანით 500 მეტრი გაიარა და პრემიერმინისტრის ოფისთან მივიდა, რომლის გარშემო მდებარე უსაფრთხოების ღობეს ამავე მანქანით შეეჯახა.

პოლიციამ მამაკაცი იგი ადგილზევე დააკავა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 

პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო. NHK-ზე დაყრდნობით, იგი 49 წლის აცუნობუ უსუდაა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, ეჭვმიტანილი დუმილის უფლებას ინარჩუნებს. 

უსუდას მამამ, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს, NHK-ს უთხრა, რომ მისი შვილი იაპონიის ანტი-ბირთვული მოძრაობის აქტიური წევრია, თუმცა არ იცის, თუ რა კავშირში შეიძლება იყოს ეს თავდასხმასთან. 

იაპონურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, უსუდას პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა და სოციალურ ქსელში ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ოფისის გასახსნელად საჭირო თანხების რაოდენობაზე. 

კომენტარები