სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ისტორია გვაჩვენებს - საქართველოსთვის მთავარი რისკი, ყოველთვის რუსეთიდან მოდის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
Benjamin Girette/Bloomberg

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში ქართული ოცნების პოლიტიკაზე, მის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა Politico-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ომის რისკი იმ შემთხვევაში უფრო გაიზრდება, თუ საქართველო იზოლაციაში და პარტნიორი ქვეყნების გარეშე დარჩება

"ისტორია გვაჩვენებს, რომ მთავარი რისკი საქართველოსთვის, ყოველთვის რუსეთიდან მოდის.

ომის რისკი იმ შემთხვევაში უფრო გაიზრდება, თუ საქართველო იზოლაციაში, მისი პარტნიორი ქვეყნების გარეშე დარჩება, ხოლო როცა მარტო ხარ, ხარ გაყოფილი და უძლური". - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერების მიერ, დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის ფაქტებს.

"ასეთი თავდასხმების შემდეგ, ძალიან რთული იქნება მათთვის [ქართული ოცნებისთვის] რომ გაახლდეს ნებისმიერი ფორმის ურთიერთობა ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან". - თქვა ზურაბიშვილმა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ქარტიაში მყოფი პარტიები გაიმარჯვებენ, ის მზად იქნება მომავალ ევროსაბჭოზე მოლაპარაკებების დაწყება უზრუნველყოს 

"თუ პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები გაიმარჯვებენ არჩევნებში, მე, ალბათ მათთან ერთად ვიქნები, რათა ეს ქარტია მომავალ ევროსაბჭოში გადავიტანო და ვუზრუნველყო მოლაპარაკებების დაწყება, ნებისმიერ პოზიციაზე - და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა

 

კომენტარები