დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ჩრდილოეთ ისრაელში შესაძლოა ტერორისტებმა შეაღწიეს

JAAFAR ASHTIYEH/AFP VIA

ჩრდილოეთ ისრაელის რამდენიმე დასახლების, რეჰანიას, კერემ ბენ ზიმრას, დალთონისა და კადითას მცხოვრებლებს ხელისუფლებამ მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ, რადგან ტერიტორიაზე შესაძლოა ტერორისტებმა შეაღწიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

ადგილს ძალოვანი უწყებები ჩხრეკენ. ისრაელური მედიის ინფორმაციით, მათ ჯერჯერობით არაფერი უჩვეულო არ აღმოუჩენიათ.


1 ოქტომბერს ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

მანამდე, ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე 12 მათგანი მოკვდა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა ჯგუფი. 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა. ეს ჯგუფისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმისა და ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ისრაელზე იერიშების ჰეზბოლას მხრიდან გავრცელდა. ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს ფაქტობრივად აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა, ჰეზბოლამ ისრაელზე უფრო მასობრივი იერიშების მიტანა სცადა და ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თავდაპირველად ამ ჰანიას მკვლელობაზე შურისძიების პირობას ირანიც დებდა, თუმცა საბოლოოდ მათი რიტორიკა შერბილდა და იერუსალიმის წინააღმდეგ მასშტაბური საპასუხო მოქმედებები არ დაუწყიათ.

კომენტარები