არჩევნები 2024

გახარია: ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც ენმ-ს რაიმე სახის რევანში მიუღებელია

პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ [პრეზიდენტთან] შეხვედრით.

ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, ეს პოზიცია მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ, ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ ოცნება ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს.

ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და მიზანი - შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენს პოზიციას.

ჩვენთვის, ყველასთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიზანი არის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე.

ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებას აქვს ორი მთავარი წინააღმდეგობა - ერთი, ეს არის ავტორიტარიტარული, ანტი-დემოკრატიული ოცნება და რადიკალური, რევანშისტული იდეები ნაციონალური მოძრაობისგან.

ერთიც დამაზიანებელია ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად და მეორეც.

[…] ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც ნაციონალური მოძრაობის რაიმე სახის რევანში არის კატეგორიულად მიუღებელი და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება.

თქვა, პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურალისტებთან საუბრისას.

კომენტარები