არჩევნები 2024

NATO-სთან თანამშრომლობა, ჩინეთთან პარტნიორობა, რუსეთთან პრაგმატულობა - ოცნების პროგრამა

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, "ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად". მან ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად".

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების "ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება". 

"ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აქ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. შარშან მოეწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას და გვაქვს უკვე კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც არის განხორციელების პროცესში და მადლობა ჩინელ პარტიორებს ამ მხარდაჭერისთვის...

...და პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება - ესეც არის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი" - თქვა ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენისას.

კომენტარები