დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ნეთანიაჰუ: ისრაელი შვიდ ფრონტზე აწარმოებს ბრძოლას, მათ უკან ირანი დგას

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, 27 სექტემბერი, 2024
Mike Segar/Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი შვიდ ფრონტზე აწარმოებს ბრძოლას, მათ შორის, ღაზაში ჰამასის, ლიბანში ჰეზბოლას, იემენში ჰუსიტების, დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტების, ასევე, ერაყსა და სირიაში შიიტი მებრძოლების წინააღმდეგ, მათ უკან კი, ირანი დგას.

"დღეს ისრაელი თავს იცავს შვიდ ფრონტზე ცივილიზაციის მტრების წინააღმდეგ [...] ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირაში 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა პირდაპირ ისრაელისკენ გამოუშვა და რომელიც ამ შვიდივე ფრონტის უკან დგას ისრაელის წინააღმდეგ". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც ისრაელისთვის ღაზაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გამოსაყენებლად იარაღის მიწოდების შეწყვეტის ინიციატივა გამოთქვა.

ისრაელის პრემიერის თქმით, როდესაც ისრაელი ცივილიზაციის მტრებს ებრძვის, საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა, ისრაელი ამ მხარდაჭერის გარეშეც გაიმარჯვებს.

ამასთან, მისი თქმით, არ შეცვლილა პირობა, ჩრდილოეთ ნაწილში, ისრაელსა და ლიბანს შორის ძალთა ბალანსის შეცვლის შესახებ.

კომენტარები