დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მედია: სოლეიმანის მემკვიდრე, ისმაილ ყაანი, შეიძლება ბეირუთზე იერიშისას დაშავდა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანი
AP Photo/Ebrahim Noroozi

ისრაელურ მედიაში ცნობები ვრცელდება, რომ მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მემკვიდრე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალების მეთაური, ისმაილ ყაანი შეიძლება 3 ოქტომბერს ბეირუთზე ისრაელის იერიშის დროს დაშავდა.

ისრაელური გამოცემა, Channel 12 წერს, რომ ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იერიშის დროს ყაანი ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას შესაძლო მემკვიდრესთან, ჰაშიმ საფი ალ-დინთან შეიძლება ყოფილიყო.

მანამდე, Reuters- ლიბანის უსაფრთხოების ორგანოების წყაროებზე დაყრდნობიწერდა, რომ ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას პოტენციურ მემკვიდრე ჰაშიმ საფი ალ-დინთან კონტაქტზე გასვლა პარასკევის, 4 ოქტომბრის შემდეგ ვერ ხერხდება.

4 ოქტომბერს ამერიკულმა მედია Axios-მა ისრაელის სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 3 ოქტომბერს ბეირუთზე მიტანილი იერიშის სამიზნე ჰაში საფი ალ-დინი იყო, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერში იმალებოდა.

გასულ დღეებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე 12 მათგანი მოკვდა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა ჯგუფი. 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა. ეს ჯგუფისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია. 1-ელ ოქტომბერს ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამავე დღეს ირანმა ისრაელზე იერიში 181 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. ისრაელმა, აშშ-მ და რეგიონულმა პარტნიორებმა ობიექტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს. იერუსალიმი საპასუხო დარტყმისთვის ემზადება.

კომენტარები