დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Axios: ბეირუთში ისრაელის იერიშის სამიზნე ჰეზბოლას პოტენციური ახალი ლიდერი გახდა

ჰეზბოლას აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, ჰაშიმ საფი ალ-დინი
ANWAR AMRO / AFP

გამოცემა Axios-ის სამ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა 2 ოქტომბრის ღამით ბეირუთში გამიზნული იერიში მიიტანა, რომლის სამიზნეც ჰეზბოლას აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და პოტენციური ახალი ლიდერი, ჰაშიმ საფი ალ-დინი იყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფი ალ-დინი, სავარაუდოდ, ჰეზბოლას ყოფილი ლიდერის, ჰასან ნასრალას მემკვიდრე იქნება, რომელიც 27 სექტემბერს ისრაელის იერიშის შედეგად დაიღუპა.

ისრაელმა საფი ალ-დინზე იერიში ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მიიტანა, სადაც ჰეზბოლას პუნქტებია განთავსებული.

ლიბანური გამოცემების მიხედვით, ეს იერიშები მასშტაბით ბევრად აღემატებოდა იმ იერიშებს, რომელსაც ჰასან ნასრალა ემსხვერპლა.

ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა საფი ალ-დინი აღნიშნული იერიშის შედეგად.

კომენტარები