არჩევნები 2024

TI: უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაკრძელებთ არჩევნებზე დაკვირვებას

"უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სახელით" - 

"ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას.

ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა.

უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სახელით" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად დაასახელა და 5 დღის ვადაში, ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დააკისრა. 

25 სექტემბერს ამერიკელი სენატორები - ჯიმ რიში, ბენ კარდინი, პიტ რიკეტსი და ჯინ შაჰინი განცხადებაში გამოეხმაურნენ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და მას შემაშფოთებელი უწოდეს.

გადაწყვეტილების გამო შეშფოთება საერთოდ განცხადებით გამოხატეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმაც და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმაც.

1 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, რომ  საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

მეორე დღესვე - 2 ოქტომბერს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ირაკლი კობახიძის თხოვნით ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებები გააუქმა.

კომენტარები