ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ირკალი კობახიძის თხოვნით ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებები გააუქმა. კუპრაშვილის თქმით, იყენებს დისკრეციას და გამჭვირვალობა საქართველოს უუქმებს ყველა იმ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები.
"საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის უნდა მიეცეს შესახლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის" - თქვა კუპრაშვილმა.
რაჟდენ კუპრაშვილი გუშინ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდა. კუპრაშვილი ამ ფაქტს კანონის უზენაესობას უწოდებს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია TI-ს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
"სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოუცხადა" - წერს კობახიძე.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად დაასახელა და 5 დღის ვადაში, ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარდგენა დააკისრა.
-
TI: არ ვაპირებთ ქართული ოცნების ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას
-
TI: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს ორგანიზაციის დევნას