ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

თელ-ავივში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

1 ოქტომბერს თელ-ავივში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო.

1 ოქტომბრის საღამოს საათებში თელ-ავივში 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საქართველის მოქალაქეა.

მედიაში გავრცელდა შემთხვევის ამსახველი მასალა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი რკინიგზის სადგურზე მყოფ ადამიანს ესვრის. 

ტერაქტის პარალელურად, 1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელის ქვეითმა ჯარმა ლიბანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 

კომენტარები