ირანის თავდასხმა ისრაელზე

ირან-ისრაელის დაძაბულობის ფონზე რეგიონში საფრანგეთის სამხედრო ძალები მობილიზდნენ

საილუსტრაციო ფოტო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელზე ირანის თავდასხმა მკაცრად დაგმო და თქვა, რომ საფრანგეთის სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთში ირანის მიერ შექმნილი საფრთხის გამო მობილიზდნენ.

ელისეის სასახლის განცხადების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ლიბანურ ტერორისტულ დაჯგუფებას, ჰეზბოლას „ისრაელისა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ ტეორისტული ქმედებების შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. განცხადების თანახმად, საფრანგეთი "მალევე მოაწყობს ლიბანელი ხალხისა და ლიბანის ინსტიტუციების მხარდასაჭერ კონფერენციას". საფრანგეთმა ასევე გაგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრი რეგიონში დიპლომატიური საკითხების განსახილველად.

"დღეს საფრანგეთმა ისრაელის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ირანისგან წამოსული საფრთხის გამო ახლო აღმოსავლეთში თავისი სამხედრო რესურსები განათავსა" - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული კერძოდ რა სამხედრო რესურსებია მობილიზებული რეგიონში.

კომენტარები