მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის თავდასხმა კვლავ მიმდინარეობს და IDF მოსახლეობას დაცულ ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
Times of Israel-ის ინფორმაციით, ვრცელდება ცნობები ისრაელის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის თელ-ავივში, რაკეტების ან მისი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ.
ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სოციალურ ქსელებში ასევე ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება: