მედია Axios-ის ცნობით, ისრაელი ირანის სარაკეტო თავდასხმის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მალევე მიიღებს.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ მნიშვნელოვან საპასუხო დარტყმას გეგმავს. ისრაელის შურისძიების მიზანმიმართული სამიზნე, სავარაუდოდ, გახდება ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობის ინდუსტრიის და სხვა სტრატეგიული ობიექტები. ამის გარდა, ისრაელის სამიზნე შესაძლოა ირანის მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო პირები გახდნენ.
ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, თუ ირანი ისრაელის საპასუხო დარტყმას კვლავ სამხედრო ზომებით უპასუხებს, მაშინ ისრაელი განიხილავს ყველა შესაძლო სადამსჯელო ვარიანტს, მათ შორის, ირანის ბირთვული ობიექტების სრულ განადგურებასაც.
"ჩვენთვის დიდი კითხვის ქვეშაა, რას მოიმოქმედებს ირანი ჩვენი საპასუხო დარტყმის შემდეგ, თუმცა, ჩვენ ჩვენ ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ ისინი ესკალაციაზე წავლენ, რაც უკვე სრულიად სხვა თამაშის ფაზაში გადაგვიყვანს" - ამბობს ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
2 ოქტომბრის გამთენიისას ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. Times of Israel-ის ინფორმაციით, გავრცელდა ცნობები ისრაელის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის თელ-ავივში, რაკეტების ან მისი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცეები დაკეტეს, ხოლო თეთრი სახლის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი ისრაელზე ირანის თავდასხმის განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდნენ.
ირანული რაკეტების უმრავლესობა ისრაელისა და აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. ის ერთეულები, რომელთა განეიტრალება ვერ მოხერხდა, ძირითადად სამხრეთ ისრაელში, ღია სივრცეში საჰაერო ძალების ბაზასთან, მოსადის შტაბ-ბინასთან და თელ-ავივის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო დაზვერვის ბაზასთან ჩამოვარდა.
ისრაელის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Axios-ს უთხრა, რომ ათობით ირანული რაკეტა მოსადის შტაბ-ბინის მიმართულებით იყო გაშვებული, მაგრამ არცერთი არ მოხვდა შენობის შიგნით.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომის დასაწყისში, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის შემდეგ ნაბიჯებზე ისაუბრა.
"ირანმა დღეს ღამე დიდი შეცდომა დაუშვა და ის სამაგიეროს მიიღებს". - თქვა ნეთანიაჰუმ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
"ირანის რეჟიმს არ ესმის ჩვენი გადაწყვეტილება, დავიცვათ თავი და ჩვენი გადაწყვეტილება, რომ სამაგიეროს ვუპასუხოთ ჩვენს მტრებს. ისინი გაიგებენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს წესს: ვინც თავს დაესხმება ჩვენ, ჩვენ თავს დაესხმებით მას", - განაგრძო ნეთანიაჰუმ.
ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ კაბინეტის სხდომა რამდენიმე საათში იმ დასკვნით დასრულდა, რომ ისრაელი ირანის წინააღდეგ სამხედრო ზომებს მიიღებს, თუმცა ჯერ დაზუსტებით ცნობილი არ არის, როგორი იქნება ეს პასუხი.