ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი

დეკანოიძე ლავროვის განცხადებაზე: ივანიშვილმა გადაწყვიტა, ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს

ლავროვმა თქვა: თუ საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს - რუსეთი “მათ ურთიერთობების მოგვარებაში” დაეხმარება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ წარსული გადააფასაო.

ანუ, ჯერ აღიარეთ მათი დამოუკიდებლობა, ის რომ საქართველო აგრესორი სახელმწიფოა და შემდეგ დაგეხმარებითო (ცინიკურად).

იმედმა ეს განცხადება დაამახინჯა, ქარდი გააკეთა, აღიარების ნაწილი ამოიღო და ასპონსორებს. პოსტტვ-ის და სხვა პროპაგანდისტები აშეარებენ და აქებენ ლავროვს.

ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს.

რუსებზე რუსები არიან ეს მოღალატეები!

წერს კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში. 

კომენტარები