ჰასან ნასრალას მკვლელობა

ჰაგარის თქმით, ისრაელის დარტყმები ძალზე ზუსტია, თუმცა შედეგებს ჯერ კიდევ ამოწმებენ

The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი, დანიელ ჰაგარი ისრაელის მიერ ბეირუთში ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დარტყმების შედეგების შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჰაგარის თქმით, ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე ისრაელის დარტყმა "ძალზე ზუსტი" იყო. ამას გარდა, მან განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, ბეირუთის აეროპორტი "შეიარაღების გადაზიდვისთვის იყოს გამოყენებული". IDF-ის სპიკერის გაფრთხილებით, ის სამოქალაქო აეროპორტად უნდა დარჩეს.

ამასთანავე, ჰაგარიმ ბეირუთში სამი შენობის ევაკუაციის გაფრთხილება კიდევ ერთხელ გაიმეორა, რის შემდეგაც IDF-მა დაჰიეს უბანში მდებარე ამ შენობებზე იერიშების მიტანა დაიწყო. ჰაგარის თქმით, აღნიშნული შენობების ქვეშ ჰეზბოლა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს ინახავს.

"წლების მანძილზე ჰეზბოლამ შექმნა და განავითარა "სანაპირო-ზღვის" ტიპის რაკეტები, რომლებიც ირანიდან მომდინარეობს". - განაცხადა ჰაგარიმ. მისი თქმით, "თავად ნასრალაც დამუქრებია ისრაელის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ დაწესებულებებს ზღვასა და სანაპიროს მიმდებარედ".

"ჩვენ ახლა გამოვამჟღავნებთ, როგორ ათავსებს [ჰეზბოლა] სტრატეგიულ შეიარაღებას სამოქალაქო შენობების ქვეშ, დაჰიეს შუაგულში". - დაამატა მან.

კომენტარები