არჩევნები 2024

ტარიელ ნაკაიძის პოლიტიკური მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის პარტია "ჩვენს" უერთდება

ტარიელ ნაკაიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, ის და მისი პოლიტიკური მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის საარჩევნოდ პოლიტიკურ პარტია ჩვენთან ერთიანედებიან.

"პოლიტიკური მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის, რომელსაც მე და ჩემი თანამოაზრეები წარმოვადგენთ, გადავწყვიტეთ შევიდეთ კოალიციაში პოლიტიკურ პარტია ჩვენთან, რომელსაც აქვს სუფთა პოლიტიკური წარსული, ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე დაფუძნებული ღირებულებები. საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მე, ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრი და პოლიტიკური მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება პარტია ჩვენის საარჩევნო ნომრით 23.

26 ოქტომბერს ყველა ერთად გადავარჩენთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს". - თქვა ნაკაიძემ.

12 აგვისტოს ანტი-საოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია, ჩვენ დააარსა.

კომენტარები