27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, პარიზში, საფრანგეთის პარლამენტში აჩვენებენ ფილმს - "ბუჩამდე იყო აფხაზეთი". ინფორმაციას ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ფილმის ჩვენების გარდა, გაიმართება გამოფენა და დისკუსია.
"ვენერა მეშველიანს, ჯამბულ მიგინეიშვილს, ლიანა მიქაიას, ნუცა გიობრელიძეს, სხეულ-დანაწევრებულ ცისიკოს ... დავიწყებულ მსხვერპლს მიეძღვნება! დიდებული ამბავია და დეტალებს დაგაწევთ დროდადრო" - წერს ჩერგოლეიშვილი.
რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის და აფხაზთა კრების მომზადებული ფილმი რამდენიმე დღის წინ აჩვენეს ბერნში. აპრილსა და ივნისში ფილმის ჩვენება გაიმართა აშშ-ის კონგრესსა და ბონის უნივერსიტეტშიც.





