გუშინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გაიმართა.
დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში რუსეთის მიერ ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ დისკუსია გაიმართა.
ღონისძიება საფრანგეთის ევროპის მინისტრმა, ბენ ჰადადმა გახსნა - ფილმის ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ფრანგული გამოცემა Le Monde-ის რედაქტორი, მარკ სემო და უნივერსიტეტი Science Po-ს პროფესორი, ფლორიან პარმენტიე.
პარტია ფედერალისტების ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ფილმი ბუჩამდე იყო აფხაზეთი "საერთო სურათს კრავს იმის შესახებ, თუ რა როლი ჰქონდა რუსეთს კონფლიქტში, როგორია რუსეთის ბუნება და როგორ უნდა გაუმკლავდე მას".
"დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში (ანუ, საფრანგეთის პარლამენტში) გაიმართა დოკუმენტური ფილმის, "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ჩვენება - თვითონ ღონისძიების მასპინძელი იყო საფრანგეთის ახალი მთავრობის, ევროპის მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი, რომელსაც მოუწია, რომ პირველი მთავრობის სხდომა შეიკრიბა დღეს და იქიდან გამოქცეულიყო იმისთვის, რომ ეს ღონისძიება გაეხსნა.
ესწრებოდა და საპატიო სტუმარი იყო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ამას გარდა, შემდეგ ფილმს მოყვა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ფლორიან პარმენტიე, რომელიც არის Science Po-ს პროფესორი, მარკ სემო, რომელიც არის Le Monde-ის რედაქტორი.
ერთია, როდესაც შენ ცდილობ ახალი ამბავი გაიტანო, გააგებინო ადამიანებს და მეორეა, როდესაც არსებული ნარატივის ამოყირავებას ცდილობ და ეს გაცილებით უფრო რთულია - ის, რაც 30 წლის განმავლობაში ჰქონდათ ჩაბეჭდილი ადამიანებს, ჩვენი კამპანია ამას მთლიანად აყირავებს და ეს ეტყობოდა ამ ხალხს, რომელიც შოკირებული წავიდა რეალურად იმიტომ, რომ სრულიად სხვა სახით აჩვენებს ეს ყველაფერი ადამიანებს, რა როლი ჰქონდა რუსეთს და როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი უკრაინას.
მთლიანად, საერთო სურათს კრავს იმის შესახებ, თუ როგორია რუსეთის ბუნება და როგორ უნდა გაუმკლავდე მას - ამიტომ, ჩვენ, გარდა იმისა, რომ შიგნით ვაგრძელებთ (ქვეყნის შიგნით) კონსენსუსის გაფართოებას იმაზე, რომ ეს არა ეთნიკური კონფლიქტი და ძმათა შორის ომი, არამედ რუსეთ-საქართველოს ომი იყო და ამას გარდა, ეს მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ეს ქვეყნის გარეთაც.
ამას ვაკეთებთ ჩვენც, პირველად გავაკეთეთ ამერიკის კონგრესში, ახლა პარიზის პარლამენტი ავიღეთ ერთგვარად და შემდეგი გვექნება უკვე ბრიტანეთში". - თქვა ჩერგოლეიშვილმა